ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს ტყის ხანძრის შვიდი კერა გაჩნდა. იტყობინება უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახური.
უწყების ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ გამოწვეული საარტილერიო დაბობმვების შედეგად.
"ხანძარი უკონტროლოდ ვრცელდება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, ხანძრის გამო იზრდება შეშფოთება, რომ შესაძლოა "რადიაციული კვამლი გავრცელდეს".
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური გასულ თვეში, უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს ჩაიგდეს ხელში. ელექტროსადგურში რჩება უკრაინული პერსონალი, რომელსაც ოკუპანტები აკონტროლებენ.
ფოტო: ხანძარი ჩერნობილთან/საარქივო ფოტო