ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, "დღეს სააკაშვილის რეჟიმის დაცემის ათვლა ხდება".
"დღეს იწყება სააკაშვილის რეჟიმის დაცემის ტალღა და შესაბამისად საქართველოს აღორძინების ათვლა. სწორედ ქართული პარტიაა საქართველოს ავანგარდი. ჩვენი მიზანია, ავაყვაოთ საქართველო და ამას პატრიოტიზმის პროფესიონალიზმის, ცვლილებები თანმომდევრობითა და პრინციპულობით მივაღწევთ", - განაცხადა კიწმარიშვილმა.
მისივე განმარტებით, ქართული პარტია პოლიტიკურ არენაზე "მოდის ერთიანი - ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური ზრდის, თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონი ამაღლების გეგმით".
"ეს არ არის ერთი ლიდერის და ბელადის პარტია არამედ თანამოაზრეების გუნდი, რომელიც მზადაა საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედსა და მომავალზე" - განმარტა კიწმარიშვილმა.