"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ეროსი კიწმარიშვილის შეფასებით, ვარდების რევოლუცია საქართველოსთვის იყო შანსი, დემოკრატიზაციისკენ "ნახტომი გაეკეთებინა", თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხალხს უღალატა. ამის შესახებ კიწმარიშვილმა ქართული პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადა.
"ბარდების რევოლუცია იყო შანსი, საქართველო გამხდარიყო დემოკრატიული ქვეყანა და დემოკარტიზაციისკენ მნიშვნელოვანი ნახტომი გაეკეთებინა, მაგრამ სააკაშვილმა გვიღალატა. მან უღალატა ხალხს, საქართველოს. დიახ, ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში და მივედით მასთან, რადგან გვინდოდა საქართველო აგვეყვავებინა და ხელისუფლებას დაებრუნებინა სინდისი, თუმცა სააკაშვილს მხოლოდ ერთი რამ სურდა - ავანტიურა", - განმარტა კიწმარიშვილმა, რომლის თქმითაც, ქვეყნის პირველი პირის ავანტიურით დღეს მთელი მისი გუნდი ამაყობს.