ევროკომისია შეშფოთებულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო, უკრაინელი ბავშვები შეიძლება ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი გახდნენ. იტყობინება UNIAN-ი საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარის, ილვა იოჰანსონის სიტყვებზე გაყრდნობით, რომელიც მან ესტონეთში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩასული უკრაინელი ლტოლვილების თითქმის ნახევარი ბავშვია.
„არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ დაუცველი ბავშვები გახდნენ ტრეფიკინგი ან იძულებითი გაშვილების მსხვერპლნი. გამოცდილებიდან ვიცით, რომ როდესაც გვაქვს დიდი მიგრაციული ნაკადები, ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ სიტუაციით და იყენებენ დაუცველ ქალებსა და ბავშვებს “, - თქვა იოჰანსონმა.
მისი თქმით, ამ მიზეზით, გააქტიურდა კოორდინატორთა ქსელი, რომელიც ეწევა ტრეფიკინგის პრევენციას.