პერუს ოპოზიციურმა ნაციონალისტურმა პარტიამ პერუს კოგრესში შეიტანა წინადადება საქართველოს ორი, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. პარტია დარწმუნებულია, რომ კონგრესს არ ექნება მიზეზი იმისა, რომ უარი თქვას ამ წინადადებაზე და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ეს განცხადება დღეს პარტიის ლიდერმა ოლიანტა ულამამ გააკეთა.
ულამა პერუში პოპულარულ პოლიტიკოსად თავისი ნაციონალისტური, ანტიიმპერიალისტური და ანტიამერიკული იდეების წყალობით გახდა. 2006 წელს ოლიანტა ულამა საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა და ამომრჩეველთა ხმების 44,56 % დააგროვა. მისი პარტია სიდიდით მეორე პარტიაა პერუში.
"პერუ _ ერთ ერთი იმ ქვეყანათაგანია რომელმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა. ამიტომაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც იმსახურებენ ოფიციალურ აღიარებას. სწორედ ამან გვიბიძგა ჩვენ კონგრესში ეს წინადადება შეგვეტანა",_ აცხადებს ოლიანტა ულამა და დასძენს, რომ ეს წინადადება მისმა პარტიამ კონგრესში გასულ კვირას შეიტანა და ამჟამად სხვა და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან აწარმოებს კონსულტაციებს იმის შესახებ, რომ ამ წინადადებას მხარი დაუჭირონ.
"იმედი მაქვს ჩვენი მუშაობა ასევე გაგრძელება და ჩვენ შევძლებთ კონგრესის დარწმუნებას აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მით უფრო, რომ ვერავითარ საფუძველს ვერ ვხედავ იმისა, რომ კოგრესმა ჩვენს წინადადებაზე უარი თქვას", _ აცხადებს ოლიანტა ულამა.