უკრაინამ უპასუხა რუსეთის განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის თავდასხმის შედეგად, იავორივის სამხედრო ბაზარზე "180-მდე უცხოელი დაქირავებული მებრძოლი" დაიღუპა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა მარკიან ლუბკივსკიმ CNN-თან საუბრისას, რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "წმინდა რუსული პროპაგანდა" უწოდა.
"ეს არ არის სიმართლე. ეს წმინდა რუსული პროპაგანდაა", - თქვა ლუბკოვსკიმ CNN-ისთვის მიწოდებულ შეტყობინებაში.
ლუბკოვსკის თქმით, იავორივის სამხედრო ბაზაზე დაღუპულთა შორის ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული უცხოელის არსებობა.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად, "იავორივის ბაზაზე განადგურდა 180-მდე უცხოელი დაქირავებული მებრძოლი და დიდძალი უცხოური იარაღი".
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ლვოვის მახლობლად, იავორივის სამხედრო პოლიგონზე (სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი) განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა 35 და დაშავდა 134 ადამიანი.
ლვოვთან მდებარე იავორივის პოლიგონი, რომელიც "სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს" წარმოადგენს, პოლონეთის საზღვრიდან, ნატოს ტერიტორიიდან, დაახლოებით 25-30 კილომეტრში მდებარეობს.