რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლვოვთან ახლოს მდებარე იავორივის საწვრთნელ ბაზაზე თავდასხმის შედეგად "180-მდე უცხოელი დაქირავებული მებრძოლი" დაიღუპა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსეთის ავიაიერიშებმა ასევე გაანადგურეს "სხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გადაცემული დიდძალი იარაღი".
კონაშენკოვის თქმით, რუსეთი გააგრძელებს თავდასხმებს "უცხოელი დაქირავებული მებრძოლების" წინააღმდეგ.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ლვოვის მახლობლად, იავორივის სამხედრო პოლიგონზე (სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი) განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა 35 და დაშავდა 134 ადამიანი.
ლვოვთან მდებარე იავორივის პოლიგონი, რომელიც "სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს" წარმოადგენს, პოლონეთის საზღვრიდან, ნატოს ტერიტორიიდან, დაახლოებით 25-30 კილომეტრში მდებარეობს.