საქართველომ უნდა აღიაროს იქ მაცხოვრებელი აზერბაიჯანელი, სომხური და მეგრული ეროვნული უმცირესობების უფლებები. აცხადებს რუსი ექსპერტი მიხეილ ჩერნოვი საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას და დასძენს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჯერაც ჩამოსაყალიბებელია.
"საქართველოს მხრიდან სამხედრო აგრესიის საფრთხე ლიკვიდირებული იქნება მხოლოდ თბილისის ანტისახალხო რეპრესირებადი რეჟიმის ლიკვიდაციის შემდეგ. საქართველო როგორც სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა აღიაროს იქ მაცხოვრებელი აზერბაიჯანული, სომხური და მეგრული ეროვნული უმცირესობების კანონიერი უფლებები", _ აცხადებს რუსი ექსპერტი და დასძენს, რომ ყოველივე ამის შემდეგ ლოგიკური დასასრული საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უნდა იყოს.
მისივე თქმით. ხოლო რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კარგად იციან სააკაშვილის მიერ გაკეთებული ამგვარი განცხადებების ფასი.
"საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები სრულიად საპირისპიროს მეტყველებს. საქართველო ზრდის სამხედრო აღჭურვილობას და აძლიერებს არმიას, ამზადებს სპეციალურ დანაყოფებს. ამავე დროს, პარალელურად ხორციელდება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაზვერვა. ყოველივე ეს სხვა არაფერია თუ არა ძალისმიერი სცენარისათვის მზადება", _ აცხადებს რუსი ექსპერტი.