ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში და ინტერნეტსაიტებზე გამოჩნდა დასპონსორებული გვერდები და ვიდეორგოლები, რომლებიც ომის შესახებ პირდაპირ მოწოდებას ეხება. ქვეყნის ფარგლებს გარედან გავრცელებული ამ ვიდეოეორგოლების პათოსს ირიბად და ხანდახან პირდაპირი მინიშნებებითაც კი რადიკალური ოპოზიციის აქტივი და მათი ლიდერები ამძაფრებენ ვითომდა მორალურ, ეროვნულ, ვაჟკაცურ ემოციებზე მითითებით და ამგვარად ცდილობენ შეფუთონ მათი მხრიდან ომის პროპაგანდა - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, დაფიქსირდა ცრუ ინფორმაციებიც იმის შესახებ, რომ თითქოს ხდება ქართული სამხედრო ძალების ცალკეული დანაყოფების დისლოკაციის ადგილის შეცვლა, გადაადგილება და ა.შ. თუმცა ამ ფეიკის მხარდაჭერას ისეთივე ღია ფორმებით, როგორსაც წინა შემთხვევებში, ვერ ბედავენ.
მისივე თქმით, „გარდა იმისა, რომ საინფორმაციო ომის შემადგენელ ელემენტებად რამდენიმე მიმართულების კამპანია აქვთ გაშლილი ქვეყნის შიგნით და გარეთ, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კამპანიას.
„გარდა იმისა, რომ საინფორმაციო ომის შემადგენელ ელემენტებად რამდენიმე მიმართულების კამპანია აქვთ გაშლილი ქვეყნის შიგნით და გარეთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კამპანიას. მათ მიაჩნიათ, რომ არსებულ ემოციურ ფონზე ამისი გატანა მარტივად შესაძლებელია და აორგანიზებენ სხვადასხვა აქტივობებს, რომლითაც ისინი დისკრიმინაციის, ჩაგვრის და სხვა სახით ზემოქმედების გამართლებას ცდილობენ. თავის მხრივ დისკრიმინაციის ეს კამპანია, გარდა იმისა, რომ აბსოლუტურ სიბნელეს და შუასაუკუნეების მიდგომას წარმოადგენს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ასიათასობით მოქალაქეს და შეიცავს პროვოკაციის მომეტებულ რისკს საქართველოს ომში ჩათრევის უკვე კარგად გაშიფრულ ინტერესთან მიმართებით“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.