რადიკალური ოპოზიციის ყველა სპიკერს და პარტაქტივის თითოეულ წარმომადგენელს დავალებული აქვს, რომ ნებისმიერი შესაძლებლობისას, რაც შეიძლება მეტჯერ გაიმეორონ, რომ საქართველოს ყავს რუსული ხელისუფლება - განაცხადა „ქარული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, კამპანია წარმოებს როგორც ქვეყნის, ასევე, რაც კიდევ უფრო ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი და ამორალურია, საქართველოს ფარგლებს გარეთ.
„როგორც ჩანს, მათ მართლაც ყავთ დაქირავებული ლობისტები ამ მიზნის მისაღწევად და გავრცელებული ინფორმაციაც ამასვე ადასტურებს.
უკვე რამდენიმე დღეა მიდის კამპანია იმის შესახებ, რომ თითქოს ომის დროს რუსეთთან წარმოებს მოლაპარაკებები კონკრეტულ ახალ საკითხებზე სავაჭრო სფეროში, რაც ასევე მდარე ფეიკია. რეალურად რძის ნაწარმთან დაკავშირებით მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში კერძო კომპანიების მიმართვა გაგზავნილი იყო 2020 წელს და პასუხი ამ მიმართვაზე რუსეთის შესაბამისმა სამსახურმა "რატომღაც" ოთხი დღის წინ გამოაგზავნა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.