საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზადაა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის გამოუყენელობის შესახებ აღებული ვალდებულება შეასრულოს.
"საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთის ხელისუფლება ძალიან გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებას არ იღებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, საქართველო მაინც მზადაა საკუთარ თავზე აიღოს ვალდებულება, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნების მცდელობა ძალის გამოყენებით არ მოხერხდება", - განაცხადა კალანდაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
კალანდაძის თქმით, ეს მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახებს, რომ საქართველო საერთაშორისო სამართლის ყველა ვალდებულებას ასრულებს, რუსეთისგან განსხვავებით.