უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეიმჩნევა გარკვეული პოზიტიური პროგრესი ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესების კუთხით.
მისივე თქმით, დღეისათვის შედეგი, რომელიც არსებითად გააუმჯობესებს სიტუაციას, ჯერ არ არის.
"მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა. არსებობს გარკვეული პოზიტიური პროგრესი ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესების კუთხით... გაგრძელდება ინტენსიური კონსულტაციები მთავარ პოლიტიკურ საკითხზე, ცეცხლის შეწყვეტასთან და უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად. დღეისათვის შედეგი, რომელიც არსებითად გააუმჯობესებს სიტუაციას, ჯერ არ არის", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.