დღეს, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 105-ე შეხვედრა გაიმართება. განსახილველი საკითხები მოიცავს იმ ჰუმანიტარულ მიმართულებებს, რაც მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.
განხილვის თემა იქნება ასევე, გამყოფ ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტები.