უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკის პრესკონფერენცია გამართა, სადაც კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, მოლაპარაკებებისთვის შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
ამავდროულად, ზელენსკიმ მოუწოდა პუტინს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.
"რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან! თუ ეხლა წასვლა არ გინდა, ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექი. მე თავისუფალი ვარ. დაჯექი ჩემთან, ოღონდ არა ოცდაათ მეტრში როგორც მაკრონთან, შოლცთან და ასე შემდეგ. მე ხომ მეზობელი ვარ, არ არის საჭირო ოცდაათ მეტრზე მამყოფო, მე არ ვიკბინები, ნორმალური კაცი ვარ! დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე! რისი გეშინია?! ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენ არ ვართ ტერორისტები, არ ვიტაცებთ ბანკებს და არ ვიტაცებთ სხვის მიწებს", - თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ნატო-ს მოუწოდა, გადასცეს უკრაინას თვითმფრინავები.
"თქვენ თუ არ გაქვთ ძალა, რომ ცა დახუროთ, მაშინ მომეცით თვითმფრინავები. ჩვენ თუ აღარ ვიქნებით, ღმერთმა არ ქნას, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, საქართველო, პოლონეთი იქნებიან შემდეგი. ეს გაგრძელდება ბერლინის კედლამდე. დამიჯერეთ, მსოფლიომ უნდა აჩვენოს სიძლიერე", - განაცხადა ზელენსკიმ.