ევროპარლამენტის პრეზიდენტ იეჟი ბუზეკის განცხადებით, საქართველოში მედიის სრული თავისუფლების მხრივ ეჭვები არსებობს. ამის შესახებ ბუზეკმა დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"არსებობს სისუსტეები და ამაზე მქონდა საუბარი სააკაშვილთან. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ არსებობს გარკვეული ეჭვები მედიის სრული თავისუფლების მხრივ, ამ თანაფარდობაზე ოპოზიციასთან", - აღნიშნა ბუზეკიმ.
მისი შეფასებით, ქვეყნის ხანგძლივი სტაბილურობისთვის ოპოზიციის არსებობა აუცილებელი პირობაა, მაგრამ თუ 7 წლის წინადელ საქართველოს დღევანდელს შევადარებთ, წარმოუდგენელ პროგრესს დავინახავთ.