მე მოვაწერე მოთხოვნას ხელი, რომლის მიხედვითაც, მინდა მოვიდეს უკრაინის ელჩი საქართველოს პარლამენტში და პარლამენტმა ვაჩვენოთ სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, ელჩს კი არ ვიბარებთ, ელჩს ვთხოვთ, რომ მოვიდეს, რათა გამოვხატოთ მისი და მისი ქვეყნის მიმართ სოლიდარობა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის შემხვედრი ჟესტი სოლიდარობის თვალსაზრისით.
„ახლა არის დრო, რომ უნდა ვაჩვენოთ უკრაინას პირველ რიგში და მერე მსოფლიოს, დასავლეთს, რომ ქართველი ხალხი თავის არჩევანში არის ერთიანი და ეს არჩევანი არის ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში, დასავლურ კულტურებში. ჩვენ რაც უფრო მეტად დავაზიანებთ ერთმანეთს, ამით არც ხელისუფლება მოიგებს და არც ოპოზიცია. ის, რომ ამ დღეების მანძილზე პოლიტიკური პარტიები არ მივიდნენ მიკროფონთან და არ დაიწყეს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარება, ეს იყო ძალიან კარგი და მე ამას მხოლოდ მივესალმები. მიეცათ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება, რომ თავისი სოლიდარობა გამოეხატათ უკრაინის მიმართ. მე მოვაწერე მოთხოვნას ხელი, რომლის მიხედვითაც, მინდა მოვიდეს უკრაინის ელჩი საქართველოს პარლამენტში და პარლამენტმა ვაჩვენოთ სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, ელჩს კი არ ვიბარებთ, ელჩს ვთხოვთ, რომ მოვიდეს, რათა გამოვხატოთ მისი და მისი ქვეყნის მიმართ სოლიდარობა. ეს არის შემხვედრი ჟესტი სოლიდარობის თვალსაზრისით“, - განაცხადა იოსელიანმა.