საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფობით ესაუბრა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერზე დაწერა.
"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ.
უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას", – წერს პრეზიდენტი.