საერთაშორისო სააგენტო Reuters-ის ცნობით, რუსული აგრესის შედეგად 200-მდე უკრაინელი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია.
თავდაპირველად ეს ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკოზე დაყრდნობით გაავრცელა.
ლიაშკოს განცხადებით, დაშავებულია 1 115 ადამიანი, მათ შორის 33 ბავშვი.
მანამდე, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იტყობინებოდა, რომ ღამით დედაქალაქში შეტაკებების შედეგად, 35 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაშავდა.
კლიჩკოს განცხადებით, კიევში ამ დროისთვის, რუსი სამხედროები მნიშვნელოვნად არ არიან წარმოდგენილნი, მაგრამ შიშობენ, რომ დივერსიული ჯგუფები შესაძლოა მოქმედებდნენ.