ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა "განკარგულებებს" უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის აღიარების" შესახებ. იტყობინება რუსული სააგენტო "ინტერფაქსი".
მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა დაავალა ე.წ. მთავრობას, "დაიწყოს მზადება აღიარებულ რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების დასადებად და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის".
"დონეცკისა და ლუგანსკის ხალხებთან ჩვენი მეგობრობის სულისკვეთებით, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ვიყოთ ჩართულნი მათ სამომავლო ბედში, გულწრფელად ვუსურვოთ ჩვენს ძმებს უსაფრთხო და მდგრადი განვითარება. დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებებს დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. გამოთქვამ რწმენას, რომ მთელი აფხაზური საზოგადოება მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბჟანიამ.