"მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ნებისმიერი მცდელობის მიმართ, რომ თუ მათ ოდნავი შესაძლებლობა ექნებათ შეალამაზებენ იმ მძიმე სურათს რაც რეალურად გვაქვს, პირიქით ყველა მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ რატომ არის სამარცხვინო მთავრობის ქმედებები და არ შევუწყოთ ხელი მის შელამაზებას", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, ნორმალურ ვითარებაში, საპარლამენტო სესია კი არა მთავრობა უნდა მუშაობდეს და ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდეს.
"რომელიც დიდი რისკის ქვეშ არის ზეგ და მაზეგ თუ არა რაღაც დროის შემდეგ და ქვეყანა ერთი და ორი წლით ხოარ არსებობს, ამ საფრთხის სიგნალია ბიბილოვის განცხადება, პარლამენტის სესია ვერაფერს ვერ შეცვლის, როცა პრემიერ-მინისტრი ისე იქცევა და საუბრობს, როგორც ჩვენ ვნახეთ, დამატებით სამარცხინო ამბავია, როცა პარალმეტის სესიის მოწვევაც კი არ უნდათ, მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ნებისმიერი მცდელობის მიმართ, რომ თუ მათ ოდნავი შესაძლებლობა ექნებათ შეალამაზებენ იმ მძიმე სურათს რაც რეალურად გვაქვს, პირიქით ყველა მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ რატომ არის სამარცხვინო მთავრობის ქმედებები და არ შევუწყოთ ხელი მის შელამაზებას", - განაცხადა ბოკერიამ.