რუსეთის სახელმწიფო თეატრის, მეიერჰოლდის სახელობის ცენტრის დირექტორმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.
"რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო პროტესტის ნიშნად ვტოვებ სახელმწიფო თეატრის დირექტორის თანამდებობას. შეუძლებელია მუშაობდე მკლელისთვის და მისგან ხელფასს იღებდე", - წერს კოვალსკაია.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს დილით, დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის არმია თავს დაესხა უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე.