უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო მიმართვაში რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, გამოვიდნენ და გააპროტესტონ ომი უკრაინასთან.
ზელენსკიმ უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმა ჰიტლერის ქმედებებს შეადრა, როდესაც მან 1939 წელს მეორე მსოფლიო ომი გააჩაღა.
"რუსეთი ვერაგულად, გამთენიისას დაესხა თავს ჩვენს სახელმწიფოს. ისევე, როგორც ეს ნაცისტურმა გერმანიამ გააკეთა მეორე მსოფლიო ომის დროს. დღეიდან ჩვენი ქვეყნები მსოფლიო ისტორიის სხვადასხვა მხარეს დგანან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა გამოვიდნენ და გააპროტესტონ პუტინის მიერ წამოწყებული ომი უკრაინაში.
"რუსეთი ბოროტების გზაზე დგას. მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიებული რუს ხალხზე. რუსეთის მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ რომელ გზას უნდა დაადგნენ. მოვუწოდებ, ყველას, ვისაც რუსეთში ჯერ კიდევ შერჩენია სინდისი, გამოვიდეს და პროტესტი გამოუცხადოს ომს უკრაინასთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.