რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიე დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი მიესალმება რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების "დამოუკიდებლობის" აღიარების შესახებ.
ბიბილოვის თქმით, "მოსკოვის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარება მოსალოდნელი და გამართლებული გადაწყვეტილებაა".
ბიბილოვმა მოსკოვის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარებას "მოსალოდნელი, გამართლებული და გამართლებული გადაწყვეტილება
"ეს გადაწყვეტილება არის ძმათამკვლელი უაზრობის დასასრული, ეს არის დაცვა ათასობით ადამიანური სიცოცხლის, ეს არის შანსი უკრაინისთვის, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. დონბასის აღიარება ათობით მილიონი ადამიანისთვის არის იმედი უკეთესი მომავლისა.. რადგან რუსეთის მხრიდან აღიარება უკვე 13 წელია უზრუნველყოფს მშვიდობას სამხეთ ოსეთის რესპუბლიკის მიწაზე", - აღნიშნა ბიბილოვმა.
ცოტა ხნის წინ, პუტინმა სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა.