"ხელისუფლებას მხოლოდ ხალხის ძალით, უფრო სწორად, ხალხის ერთობის ძალით დაველაპარაკები", - ამის შესახებ "სახალხო კრების" ერთ-ერთმა ინიციატორმა ნინო ბურჯანაძემ "კვირის პალიტრასთან" საუბარში განაცხადა.
"როდესაც ხელისუფლებას მორალზე ველაპარაკებოდი და ვცდილობდი, მათში მორალური კატეგორიები გამეღვიძებინა, ცდა უშედეგოდ დასრულდა. ამიტომაც ამიერიდან მას მხოლოდ ხალხის ძალით, უფრო სწორად, ხალხის ერთობის ძალით დაველაპარაკები", - განმარტა მან.
ბურჯანაძე გასული წლების აქციების უშედეგოდ დასრულებაზედაც საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიციის მარცხის მიზეზი ლიდერებში ერთსულოვნების არარსებობა იყო.
"ოპოზიციის მარცხის მიზეზი ლიდერებში ერთსულოვნების არარსებობა იყო, რაც საქმის ბოლომდე მიყვანას უშლიდა ხელს. როდესაც ერთი ლიდერი ამბობდა, ყველაფერი გავაკეთოთ ხელისუფლებაზე ზეწოლისთვისო, მეორე ხელისუფლებასთან შეხვედრაზე გარბოდა გაუგებარ მოლაპარაკებაზე და როდესაც იქიდან ცარიელი ხელებით ბრუნდებოდა, ამბობდა, კიდევ წავალ შემდეგ მოლაპარაკებაზეო. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, გაძნელდებოდა მიზნის მიღწევა. დღეს კრების ხელმძღვანელობაში ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც უკან დახევასა და ხალხის მოტყუებას არ აპირებენ, მაგრამ არც ხალხის ნაცვლად მიიღებენ კონკრეტული მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებას. ხალხმა უნდა გვითხრას, რა უნდა", - აცხადებს ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ "სახალხო კრება" 25 ნოემბერს საზოგადოებას პარლამენტის წინ იწვევს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რაც ვალიწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.