სოლოლაკში, აბო თბილელის ქუჩაზე ეკლესია ჩამოინგრა.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ტაძარს გუმბათი და საყრდენი კედლები ჩამოეშალა.
ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. მხოლოდ იქვე მდგომი რამდენიმე მანქანა დაზიანდა.
წინასწარი ინფორმაციით, ნგრევის მიზეზი ტაძრის სიძველე გახდა.
ადგილზე კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ჯერ არ მისულან.