ძლიერი ქარბუქისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე გარკვეულ მონაკვეთებში მოძრაობა შეზღუდულია.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საავტპმობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა შეზღუდულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.