სეპარატისტებმა ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა ჩაშალეს.
შეხვედრაზე მოლაპარაკების მთავარი თემა დაკავებული მოზარდები უნდა ყოფილიყო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოთხ არასრულწლოვანს ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს, თუმცა თბილისში ამ ფაქტს ვერ ადასტურებენ.
საუბრობენ ასევე იმაზეც, რომ ამ დღეებში არ არის გამორიცხული სეპარატისტებმა დაკავებულ ბავშვებს მშობლებთან შეხვედრის უფლება მისცენ, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მოზარდების ოჯახებს ჯერჯერობით არ აქვთ.
ერგნეთში სხდომის ჩაშლის შესახებ შეშფოთება უკვე გამოთქვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.