ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე, არჩილ ყაზაიშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს. მას ბრალი ოჯახურ ძალადობაში ედება.
ყაზაიშვილი 126 პრიმა მუხლითაა დაკავებული, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
არჩილ ყაზაიშვილი ოზურგეთის მერის თანაშემწედ 2021 წლის 10 დეკემბრიდან მუშაობს, მანამდე იგი სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობდა.