9 იანვარს კემბრიჯის ჰერცოგინია, გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრის, პრინც უილიამის მეუღლე ქეით მიდლტონი 40 წლის გახდა.
ტრადიციის თანახმად, სამეფო კარმა მომავალი დედოფლის სამი ახლი ოფიციალური პორტრეტი გამოაქვეყნა.
ფოტოგრაფ პაოლო როვერსის მიერ გადაღებულ პორტრეტებზე ქეით მიდლტონს დიზაინერ ალექსანდრ მაქქუინის კაბები აცვია.
შავ-თეთრ პორტრეტზე კემბრიჯის ჰერცოგინიას ბრილიანტისა და მარგალიტის საყურე და საფირონის ნიშნობის ბეჭედი უკეთია, რომელიც მის გარდაცვლილ დედამთილს, პრინცესა დიანას ეკუთვნოდა.
მეორე პორტრეტზე, სადაც ჰერცოგინი წითელ კაბაშია შემოსილი, დედოფალ ელისაბედ მეორის ბრილიანტის საყურე უკეთია.
პორტრეტები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე გამოიფინება - ბერკშირში, ქეით მიდლტონის მშობლიურ საგრაფოში, სენტ ენდრიუს უნივერსიტეტში, სადაც ის პრინც უილიამს პირველად შეხვდა და კუნძულ ანგლსში, სადაც ახლადაქორწინებული წყვილი ცხოვრობდა.
მოგვიანებით, პორტრეტები ეროვნული პორტრეტების გალერეის მუდმივ კოლექციაში განთავსდება.