სასამართლო პროცესზე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა.
მისი თქმით, მან დანაშაული მარტო ჩაიდინა და თანამზრახველი არ ჰყოლია.
"ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად", - განაცხადა სასამართლო პროცესზე აკო ჭელიძემ.
მეორე ბრალდებული, გიორკი კავილაძე კი წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები პოლიციამ 7 ოქტომბერს დააკავა.