COVID-პანდემიის პერიოდში ეკონომიკისა და მდგრად განვითარების სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ბიზნესი დადებითად აფასებს.
საქართველოში აკორის სასტუმროების გაყიდვების დირექტორი მაკა ცხომელიძე ამბობს, რომ რეგულაციების დანერგვა საერთ მსჯელობის ფონზე ხდება. მისი თქმით, 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედებულ მწვანე სტატუსის/პასპორტების რეგულაციას მათ სასტუმროებში განთავსებულ რესტორნებში სტუმრიანობაზე გავლენა არ მოუხდენია.
"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა და ხშირი შეხვედრები იყო, რათა გაგვეაზრებინა თუ რა მოთხოვნები იყო კერძო სექტორის მიმართ. საკმაოდ ადვილად ავუღეთ ალღო და დავნერგეთ ეს რეგულაციები. სიმართლე, რომ გითხრათ ნამდვილად არ ვუჩივით სტუმრიანობის სიმცირეს ჩვენს ორივე რესტორანში. ასე, რომ საკმაოდ დადებითად შევაფასებდი. ამით კი უფრო მეტად ვიცავთ თავს და გარშემო მყოფთ", განმარტავს მაკა ცხომელიძე.
მისი თქმით, რაც შეეხება რესტორნებში დასაქმებულ ადამიანებს, რომელთა ვაქცინაცია არსებული რეგულაციებით სავალდებულო არ არის, 90%-მდე უკვე ვაქცინირებულია.
"ჩვენს პერსონალს საკმაოდ მაღალი მიდგომით გამოვარჩევდი. ფაქტობრივად 80-90%-ი სრულად ვაქცინირებულია და დარჩენილი ნაწილიც ჯერჯერობით "მწვანე სტატუსის" მატარებლები არიან, რადგანაც მათი COVID-გადატანილობდან 5-6 თვეც არაა გასული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სტაფი მწვანე სტატუსის მატარებელია. .
ჩვენს რესტორნებში სტუმრების 70%-ი არის ჩვენი სასტუმროს სტუმრები, რომლებიც ნამდვილად ვაქცინირებულნი არიან. ფაქტობრივად არავაქცინირებული სტუმარი სასტუმროში არც მოდის. რაც შეეხება დარჩენილ 30%-ის ესენი არიან ადგილობრივები, რომლებიც მოდიან უფრო მწვანე პასპორტებით: ან COVID-გადატანილი ან COVID-ვაქცინირებული. სიმართლე გითხრათ 24 საათიანი ანტიგენის ტექსტით ჯერ არავინ არ მოსულა.
ავღნიშნავ, რომ პანდემიის პერიოდში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები იდგმება კერძო სექტორთან შეთანხმებით. შეხვედრებზე ვსაუბრობთ, განვიხილავთ და შემდეგ ერთიანი გადაწყვეტილებას ვიღებთ. აქედან გამომდინარე ამ თანამშრომლობას საკმაოდ დადებით შეფასებას ვაძლევ", აცხადებს მაკა ცხომელიძე.