"შერიგება ხდება სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით - კეთილშობილური იდეაა შერიგების იდეა, მაგრამ ჯერ განწყობა შევქმნათ, რომ შერიგების განწყობა იყოს საზოგადოებაში. მე და თქვენ რომც შევრიგდეთ,განადგურებული ოჯახები რას ამბობენ? ანუ მათ უფლებებს უარვყოფთ, ხომ? ეს ხომ კიდევ საზოგადოების ცალკე ნაწილი იქნება, რომელიც ვერ გამოგვყვება ამ შერიგებაში და ვიქნებით ისევ ასეთი დაქსაქსულები",- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ბექა დავითულიანი ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა. დეპუტატმა პოლარიზაციისა და შერიგების საკითხის შესახებ ისაუბრა.
„დავეთანხმები ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით დიდი გამოწვევები გვაქვს რეგიონში და საქართველო ამ მხრივ არ იმყოფება მარტივ მდგომარეობაში. მაგრამ, ამ ფონზე, ამას მოჰყვება ხოლმე შიდა პოლიტიკური ნაწილი, რომ პოლარიზაცია ხელს არ უწყობს ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცებას. ნამდვილად ასეა. ოღონდ, რატომღაც, არასდროს ვამბობთ ხოლმე, რა განაპირობებს ამ პოლარიზაციას. შერიგება რის მიხედვით დგება ხოლმე? პოლარიზება რომ ცუდია, უსაფრთხოების კონტექსტისთვის, ეს ასეა. მაგრამ პოლარიზაციას რა განმუხტავს? განმუხტავს სამართლიანი პირობებით მორიგება რაღაც საკითხებზე. სამართლიან პირობებზე საერთოდ როგორ უნდა ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ასე, პირდაპირ, თვალებში ნაცარს გვაყრის ნაწილი და გვეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ის უსამართლოდ იხდის სასჯელს. შერიგება უნდა იყოს გამოყენებული მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების საბაბად.
მოითხოვეს 10% -ის გადათვლის უფლება, ას მეტრიანი რადიუსის დაცვა, გასაჩივრების მექანიზმების გამარტივება, ეს ყველაფერი აისახა კანონმდებლობაში. ითხოვდნენ 43 %-იან ბარიერს და ეს არ აისახა იმ შეთანხმების მიხედვით, მაგრამ მორალურად, ეს ბარიერი დაწესდა. ჩატარდა არჩევნები, რომელიც წააგეს და ისევ ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. რამდენი არჩევნები შეიძლება დატრიალდეს, რომ სწორი სახელები არ დავარქვათ რაღაცეებს. უნდა ვთქვათ, რომ კი, არჩევნები წავაგეთ, მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის სასჯელს, რაღაცას თქვენც თუ აღიარებთ, რაღაცას მერე ჩვენც ვაღიარებთ, რომ პრობლემაა. შერიგება ამ პირობებში ხდება. შერიგება ხდება სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით. კეთილშობილური იდეაა შერიგების იდეა, მაგრამ ჯერ განწყობა შევქმნათ იმისი, რომ შერიგების განწყობა იყოს საზოგადოებაში. მე და თქვენ რომც შევრიგდეთ, ის განადგურებული ოჯახები რას ამბობენ ? ანუ მათ უფლებებს უარვყოფთ, ხომ? ეს ხომ კიდევ საზოგადოების ცალკე ნაწილი იქნება, რომელიც ვერ გამოგვყვება ამ შერიგებაში და ვიქნებით ისევ ასეთი დაქსაქსულები. მიტომ, ყველაფერს თუ არ დავარქვით სწორი სახელი, თუ არ ვთქვით, რომ მაგალითად, ნატო, ევროკავშირი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუციაში ჩაწერა, თუ არ ვთქვით, რომ ეს არის სწორი, მოდით, აქ გვაქვს საერთო შეხების წერტილი და აქ ვიმუშაოთ და თუ იძახეთ, რომ თქვენ ხართ პუტინის მოკავშირე რეჟიმი, რომელმაც ეს შექმენით, ასოცირება გააკეთეთ ევროკავშირთან და უვიზო რეჟიმი შემოიღეთ - თქვენ პუტინის მოკავშირეები ხართ და მოდი შევრიგდეთ, ასე ვერავინ ვერავის შეურიგდება და თვალებში ნაცარს ნუ შევაყრით. თუ ვამბობთ სიმართლეს - ვთქვათ, თუ ვარქმევთ სწორ სახელებს, დავარქვათ. თუ არადა, მოდი, ტყუილად დროს ნუ ვხარჯავთ სისულელეეებზე",- განაცხადა ბექა დავითულიანმა.