გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სოფლიო ბანკის მისიის მხარდაჭერით, საქართველოში ორი მნიშვნელოვანი პროექტია წარმოდგენილი: საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი, რომელიც უკვე ხორციელდება და ასევე იგეგმება საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადობის ირიგაციისა და მიწის პროექტის განხორციელება.
ამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა GILMDP და GRAIL პროექტების სამოქმედო გეგმები განიხილეს.
ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ GILMDP პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა, სწორად შეფასდეს სარწყავი სისტემის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და განსახორციელებელი ღონისძიებების ობიექტური ანალიზი და მხარდაჭერა მოხდეს.
GRAIL პროექტთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის მისიამ დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს მთავრობის ძალისხმევას სოფლის მეურნეობაში, ირიგაციასა და მიწაზე ინვესტიციების ინტეგრირებული მიდგომების შემუშავებაში ფერმერებისა და ზოგადად ეკონომიკის სასარგებლოდ, მათ შორის, კლიმატის მდგრადობას, რომელიც საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განხორციელებას შეუწყობს ხელს.