2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 828.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 25.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 822.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (26.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 006.0 მლნ. აშშ დოლარი (24.5 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 5 183.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 დეკემბერს.