საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS) დადებითად შეფასდა. სემეკისთვის მინიჭებული ISO 9001:2015-ის ფარგლებში, სააკრედიტაციო ავსტრიული ორგანიზაციის ,,ტუვ ავსტრიას“ (TÜV AUSTRIA CERT GMBH) მიერ, მიმდინარე წლის ნოემბერში პირველად ჩატარდა საზედამხედველო/საკონტროლო აუდიტი და გაიცა აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვით სემეკმა, როგორც ISO 9001:2015-ის სერტიფიკატის მფლობელმა ორგანომ, მაღალი შეფასება დაიმსახურა.
აუდიტის დასკვნაში წერია: „ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS) სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან; სემეკში საქმიანობს ძალიან კომპეტენტური და მოტივირებული გუნდი; თანამშრომლებმა გამოავლინეს ხარისხის მენეჯმენტის სიტემის(QMS) კარგი ცოდნა; დოკუმენტაცია სწორად, სრულყოფილადაა შედგენილი და პროცესების შეფასება ხდება მაღალ დონეზე; ტოპ მენეჯმენტის საქმიანობა, საქმისადმი ერთგულება და მართვა მაღალ დონეზეა წარმოდგენილი“.
სემეკს ISO 9001:2015 საერთაშორისო ხარისხის მართვის სერტიფიკატი 2020 წლის დეკემბერში მიენიჭა.