საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს სასამართლოს, ჟურნალისტებს, თუნდაც აპარატურის გარეშე, მისცენ სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო დარბაზში ჩემი კოლეგების ნახვა. მაგრამ, ამჯერად მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები. თუნდაც აპარატურის გარეშე, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაა ჩანიშნული. პარალელურად, სასამართლოს შენობასთან "ნაციონალური მოძრაობა" აქციას გამართავს.
ფოტო: Reutes