საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე პარლამენტის უკვე ყოფილი წევრისმ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადგილმონაცვლის, ჰერმან საბოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს უყარეს კენჭი.
კენჭისყრამდე, რეგისტრაცია 90-მა დეპუტატმა გაიარა. ჰერმან საბოსთვის უფლებამოსილების მინიჭებას მხარი 89-მა კანონმდებელმა დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა არცერთ დეპუტატს არ მიუცია.
პლენარული სხდომაზე გატანამდე, საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.
ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა 16 ნოემბერს საკუთარი მოთხოვნის შემდეგ შეუწყვიტა.