აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზები ზურგის უზრუნველყოფის საკითხში სრულად არიან უზრუნველყოფილნი ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციით. ეს განცხადებს დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ზურგის უფროსმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გენერალ-პოლკოვნიკმა დიმიტრი ბულგაკოვმა გააკეთა.
"ჩვენი სამხედრო ბაზები, რომლებიც რესპუბლიკების აფხაზეთისა (გუდაუთა) და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალი) ტერიტორიებზე მდებარეობს 100 %-ით უზრუნველყოფილნი არიან ზურგის უზრუნველყოფით ყველა სამსახურის მიმართებაში", _ აცხადებს ბულგაკოვი და დასძენს, რომ ბაზებს ყველა აუცილებელი პროდუქციით ადგილობრივი მწარმოებლები უზრუნველყოფენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელომწიფო დაკვეთის სამმართველოს უფროსი მარგარიტა ავდეევა კი დასძენს, რომ რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მათ აქვთ უფლება, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარისთვის ყველა საჭირო პროდუქცია შეიძინონ ფასის შეუზღუდავად.
"ამიტომაც, როდესაც ამა თუ იმ სახელმწიფოში არსებობს ჩვენთვის საჭირო პროდუქცია, მას ვყიდულობთ კიდეც", _ აცხადებს ავდეევა.