მწერალ ტორესას დაკავების გასაპროტესტებლად მწერლები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები "მწერალთა სახლთან" შეიკრიბნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას უკანონოდ დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების მოუწოდეს. მათ ასევე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა მოითხოვეს.
"ყველანი შეშფოთებულები ვართ იმითი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ყოველდღიურად მდგომარეობა უარესდება და უარესდება. სამწუხაროდ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ისედაც პოლარიზებული საზოგადოება კიდევ უფრო აგრესიულად იყოს ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობილი, ამის მაგალითი არის თნდაც ტორესას დაკავება თელავში", - ამბობს ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე.
"ეს ავლენს, სწორედ ამ რეჟიმის დანაშაულებრივობას, რომ ისეთ წესიერ პატიოსან და მშვიდობისმოყვარე მოქალაქეებს იჭერს, თავიანთი სამართლიანი პროტესტისათვის, როგორიც არის თუნდაც ტორესა მოსი და ეს არის საერთო კონტექსტი ჩვენი პროტესტის: გაყალბებული არჩევნების, მესამე პრეზიდენტის ეგზეკუციის და საერთოდ იმ პროცესის, რომელიც დამოკიდებულია საქართველოს დაღმასვლასთან, რუსეთის ბოქვენ ქვეშ",- ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე.
"გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი" ტორესა მოსი 12 ნოემბერს თელავსი სუს-ის რეგიონულ ოფისთან დააკავეს. ტორესა მოსს მანქანით სამსახურის შესასვლელი ჰქონდა გადაკეტილი. პოლიციამ მას მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და დააკავეს, მანქანა კი ევაკუატორით გადაიყვანეს.