საქართველოს მიხეილ სააკაშვილმა მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს, რომელიც მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითა.
როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მას შეაგინა.
მისივე თქმით, გლდანის ციხის ტერიტორიაზე, როდესაც ცდილობდნენ სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოეყვანათ, მისი უარის შემდეგ, გაათრიეს მიწაზე, ჩაარტყეს კისერში და თმებით ათრიეს.
"დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა, მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა, ისევე როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი კრიმინალი შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს, მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი, იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობის და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით, ყველა იქცეოდა როგორც ნამდვილი კრიმინალი", - წერს სააკაშვილი.