მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვაში, რომელსაც ის შიმშილობისა და პატიმრობის 39-ე დღეს ავრცელებს, ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის თემამ არ უნდა გადაფაროს მოპარული არჩევნების დაბრუნების საკითხი
"სრულიად მიუღებელია და ყველას ვთხოვ, ნუ აქცევს ჩემი ჯანმრთელობის თემას დღის წესრიგის მთავარ საკითხად, ნუ გადააფარინებს სააკაშვილის შიმშილობის თემას მთავარ ჩვენს მიზანს: მოპარული არჩევნების და ხელისუფლების ქართველი ხალხისთვის დაბრუნების თემას. ჩემი შიმშილობა არის ამის მიღწევის საშუალება და არ შეიძლება საშუალება უფრო წინ დავაყენოთ, ვიდრე მიზანი" ნათქვამია მიმართვაში.