რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამ წუთებში რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.