2021 წლის II კვარტალში საქართველოში FDI-ის მოცულობამ 234.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.6%-ით ნაკლებია 2020 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით და 77.1%-ით მეტი 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, - აღნიშნულია PMC Research-ის მიერ გაკეთებულ ანალიტიკურ ინფორაციაში.
PMC Research-ში განმარტავენ, რომ 2021 წლის II კვარტალში საქართველოში FDI-ის მოცულობამ 234.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.6%-ით ნაკლებია 2020 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით და 77.1%-ით მეტი 2021 წლის I კვარტალთან შედარებით.
"განვითარებადი ქვეყნებისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) უმუშევრობის, ექსპორტის, პროდუქტიულობის და კაპიტალის შემოდინების მაჩვენებლების გაუმჯობესების გზით მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ ბიზნესის წარმოების შემაფერხებელი დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად მრავალი რეფორმა განახორციელა. შედეგად, საქართველო გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესის კეთებისა და ინვესტიციებისადმი ღიაობის საერთაშორისო ინდექსების მიხედვით და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით 2014-2017 წლებში.
თუმცა, ბოლო წლებში გამოჩნდა რომ დიდი პროგრესის მიუხედავად, ეს რეფორმები არ იყო საკმარისი არც FDI-ის სტაბილური შემოდინების უზრუნველსაყოფად (კლება 2017 წლიდან) და არც ამ ინვესტიციებიდან პოტენციური სიკეთეების ასათვისებლად (ქვეყანაში პროდუქტიულობისა და ექსპორტის დაბალი, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდა). როგორც ჩანს, საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთების კუთხით მიმზიდველი ქვეყნის რეპუტაციის მიღმა არის მნიშვნელოვანი სისუსტეები, რომლებზეც ახალი რეფორმების მიმართვაა საჭირო. მომდევნო ცვლილებების აუცილებლობა ცხადჰყო მსოფლიო ბანკის „Doing Business“ რეიტინგის გაუქმებამაც.
ამ ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო ახლოდან გაგვენაალიზებინა საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტენდენციები და განგვეხილა ამ კუთხით არსებული სისუსტეები, ხარვეზები და სამომავლო გაუმჯობესებისა და რეფორმების ორიენტირებისთვის არსებული შესაძლებლობები.
2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში FDI-ის მოცულობამ 234.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.6%-ით ნაკლებია 2020 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით და 77.1%-ით მეტი 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 366.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 11 წლის განმავლობაში წლის პირველი ნახევარში დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დაბალი მოცულობაა. საქსტატმა ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად სააქციო კაპიტალის შემცირება და რამდენიმე კომპანიაში საკუთრების არარეზიდენტიდან რეზიდენტ ერთეულებზე გადაცემა დაასახელა. საქართველოს ეკონომიკამ პანდემიით გამოწვეული ვარდნისგან აღდგენა დაიწყო, თუმცა ეს კრიზისი კვლავაც რჩება 2021 წელს FDI-ის შემოდინების შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად.
ზოგადად, პანდემიამ FDI-ზე საქართველოში უფრო დიდი ნეგატიური გავლენა იქონია ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაზე. 2020 წელს საქართველოში 2005 წლიდან დაფიქსირებული ინვესტიციების ყველაზე დაბალი მოცულობა შემოვიდა: 572 მლნ აშშ დოლარი, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 57%-ით ნაკლებია. ეს ვარდნა (-57%) მნიშვნელოვნად აღემატება FDI-ის საშუალო კლებას მსოფლიოში (-34%) ან განვითარებად ქვეყნებში (-8%)2. განვითარებად ეკონომიკებში უფრო ზომიერი საშუალო კლება ძირითადად განპირობებული იყო აზიაში FDIის მდგრადი შედინებით (ჩინეთში შედინების ზრდაც კი დაფიქსირდა). თუმცა პანდემიისგან მიღებულ ამ მძიმე დარტყმამდეც, საქართველოში უკვე შეინიშნებოდა FDI-ის კლების ტენდენცია. თუ 2014 წელს საქართველოში FDI-მოცულობა 1,8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1,3 მლრდ აშშ დოლარი ანუ 27%-ით ნაკლები იყო. საერთო ჯამში, COVID-19-ის პანდემიამ მხოლოდ გაამწვავა ის პრობლემები და ეკონომიკური სისუსტეები, რაც უკვე იწვევდა საქართველოში FDI-ის შემცირებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად 2019 წელს შემცირება დაკავშირებულია სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროგრამის განახლების დასრულებასთან, რაც BP-ის ინვესტიციების შემცირებაში გამოიხატა. ეს კი მიუთითებს რომ საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ცალკეულ პროექტებზე.
ერთ-ერთ ასეთ პრობლემას FDI-ში სექტორების წილების მონაცემები ასახავს. 2017 წლიდან მოყოლებული ინვესტიციები უმეტესწილად მოდის არავაჭრობად სექტორებზე, როგორებიცაა საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი და კომუნიკაციები, ენერგეტიკა და უძრავი ქონება. 2021 წლის მეორე კვარტალში ამ სექტორებმა ჯამურად მთლიანი ინვესტიციის 62% მიიღეს. FDI ვაჭრობად სექტორებში, კერძოდ სოფლის მეურნეობასა და დამამუშავებელ მრეწველობაში (მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მრეწველობაში) კი გაცილებით მცირეა. 2017 წლიდან დაგროვილი FDI-ის გათვალისწინებით (stock FDI), ინვესტიციების მხოლოდ 0.3% განხორციელდა სოფლის მეურნეობაში და 8.9% მრეწველობაში. უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების სიმცირე შეიძლება დაკავშირებული იყოს უცხოელების მიერ მიწის ფლობის გამკაცრებულ რეგულაციებთან. მართალია სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები ამ შეზღუდვამდეც დაბალი იყო, მაგრამ ამგვარმა რეგულაციებმა შესაძლოა უცხოელ ინვესტორებს მისცეს ისეთი სიგნალები, რომლებიც ნეგატიურად აისახება სექტორში გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვის პროცესზეც მთავარი პრობლემაა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არავაჭრობადი სექტორების განვითარება მნიშვნელოვანია ეკონომიკურ ზრდის მისაღწევად, ეს სექტორები არ ხასიათდებიან მაღალი სამუშაო ადგილების შექმნით ან პროდუქტიულობით3. შესაბამისად, ვაჭრობადი სექტორების განვითარების გარეშე, შესაძლოა შეუძლებელი აღმოჩნდეს უფრო ფართო და სტაბილური ეკონომიკური ზრდის მიღწევა და უცხოური ინვესტიციების პოზიტიური სარგებლის სრულად ათვისება. ამის მისაღწევად საჭიროა სახელმწიფოს ძალისხმევა ვაჭრობად სექტორებში ინვესტიციების წახალისების მიმართულებით. საქართველოში FDI-ის შემოდინების მაჩვენებლები წარმოშობის ქვეყნების მიხედვით აჩვენებს, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების 91.9% შემოვიდა მხოლოდ ხუთი ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთი (45.2%), თურქეთი (26.2%), ჩეხეთი (12.3%). რუსეთი (10,5%) და ნიდერლანდები (10,1%). ეს ნიშნავს, რომ საქართველოში FDI-ი მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება. დიდი ბრიტანეთიდან ინვესტიციები, სავარაუდოდ, ძირითადად შემოდის საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი მთავარი ბანკის, საქართველოს ბანკის რეინვესტიციის სახით, რადგან ბანკი რეგისტრირებულია დიდ ბრიტანეთში. გარდა ამის, FDI-ის შემოდინების განხილვა ქვეყნების მიხედვით გვეხმარება ავხსნათ 2020 წლის მე-4 კვარტალში დაფიქსირებული დიდი ვარდნა (-429 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვარდნა წინა კვარტალთან შედარებით -134 მილიონ აშშ დოლარამდე).
როგორც მონაცემებიდან ჩანს ეს კლება გამოწვეულია FDI-ის შემოდინების შემცირებით „სხვა ქვეყნებიდან“, უფრო კონკრეტულად კი პანამიდან, რომელიც მხოლოდ ერთ წელიწადში 287 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. მიზეზი კი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის უმდიდრესმა ადამიანმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, საქართველოში თავისი ბიზნესისა და უძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ადრე პანამაში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით ფლობდა, ფონდ „ქართუს“ გადასცა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში FDI-ის დიდი შემოდინება ფიქსირდება ე.წ. ოფშორული ზონებიდან, როგორებიცაა პანამა, ვირჯინიის კუნძულები და მარშალის კუნძულები. პანამიდან შემოსული ინვესტიციები იმდენად დიდი იყო, რომ დაგროვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის მიხედვით, 2021 წლის მეორე კვარტალისთვის, პანამა, რომელმაც 460 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციები დააგროვა, 2020 წლის ვარდნის შემდეგაც კი კვლავ რჩებოდა საქართველოს ერთ-ერთ მსხვილ FDI პარტნიორად.
ზოგადად, მსოფლიოში ბიზნესებისთვის ჩვეული პრაქტიკაა ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ბიზნესების მეშვეობით ფუნქციონირება, რაც მათ უამრავ სარგებელს უქმნის, მაგალითად, გადასახადებისგან თავის არიდების საშუალებას. მონაცემები FDI-ის წარმოშობის შესახებ კი აღრიცხავს მხოლოდ კომპანიის რეგისტრაციის ქვეყანას, მაგრამ არა საბოლოო მფლობელს. შესაბამისად, შესაძლოა, ხშირად საქართველოს მოქალაქეები/რეზიდენტები იდგნენ FDI-ის ისეთი ნაკადების უკან, რომლებიც ოფიციალურად ოფშორული ქვეყნებიდან მოდის. ეს კი ნიშნავს, რომ შეიძლება ხშირად FDI-ის შესახებ მონაცემები ამ კუთხით შეცდომაში შემყვანი იყოს. 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსულ FDI-ში რეინვესტიციების წილმა 81.4%-ს მიაღწია, ხოლო სააქციო კაპიტალის წილმა მხოლოდ 13.9%-ს (32 234 მლნ აშშ დოლარიდან). თუ FDI-ში კომპონენტების წილების ცვლის ტრენდს შევხედავთ, სააქციო კაპიტალში ინვესტიციები საქართველოში 2019 წლიდან მცირდება და, ზოგადად, FDI ძირითადად რეინვესტირების ხარჯზეა შენარჩუნებული. საინტერესოა, რომ მოგების რეინვესტიციის ნაკადები 2016 წლიდან (3.1 მილიარდი აშშ დოლარი) 2017 წლამდე (6.2 მილიარდი აშშ დოლარი) გაორმაგდა, რაც ნაწილობრივ შეიძლება იხსნებოდეს საქართველოში ესტონეთის საგადასახადო მოდელის დანერგვით. ეს რეფორმა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებული ეკონომიკურ რეფორმების გზით უცხოელი ინვესტორების მოზიდვა და შენარჩუნება.
ამავდროულად, მონაცემებმა აჩვენა, რომ არსებობს შემდგომი ეფექტური ინვესტირების პოლიტიკის დანერგვის აუცილებლობა. იმის უკეთ გაგება თუ სად უნდა იყოს მიმართული ეს პოლიტიკა შეიძლება თავად ინვესტორებისა და ბიზნესმენების მოსაზრებებიდან (მაგალითად, BAG ინდექსი, რომელიც ეფუძნება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების პასუხებს; OECD, GeoWel, PwC და სხვების კვლევები). ამ ანგარიშებში არაერთგზის ხაზგასმული ძირითადი პრობლემებია: ინვესტორების უნდობლობა სასამართლო სექტორის უნარში დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად განიხილოს კომერციული საქმეები; ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობა; კომპეტენტური სამუშაო ძალის, განსაკუთრებით ტექნიკური და ენობრივი ცოდნის ნაკლებობა; ხარვეზები კავშირისა და ხარისხის ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაში; მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების რომ შევაჯამოთ, მიუხედავად გარკვეული წარმატებული რეფორმისა და მიღწევებისა, საქართველოში რჩება არსებითი პრობლემები, რომლებიც შემდგომი რეფორმებით უნდა გადაიჭრას რათა შესაძლებელი იყოს მეტი FDI-ის მოზიდვა, შენარჩუნება და ამ ინვესტიციების ეფექტურად გამოყენების გზით უფრო დიდი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ბოლო ათწლეულის მონაცემები აჩვენებს კაპიტალის ინვესტიციების წილის შემცირებას და რეინვესტიციების მაღალ წილს FDI-ში , რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოდინება საგრძნობლად შენელდა. ზემოთ მიმოხილული მონაცემები ასევე მიუთითებს ვაჭრობად სექტორებზე კონცენტრირებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობას, რადგან საქართველოში შემოდინებული FDI დიდწილად კონცენტრირებულია გარკვეულ ქვეყნებში და დიდად არის დამოკიდებული ცალკეულ პროექტებზე. ამავდროულად, ინვესტორებისა და ბიზნესმენების კვლევებმა და გამოკითხვებმა გამოკვეთა პრობლემები სასამართლო სექტორში, განათლების სისტემასა და ინფრასტრუქტურაში, რომელთაგან ყველა სწრაფ და კომპლექსურ რეაგირებას საჭიროებს", აღნიშნულია PMC Research-ის მიერ მომზადებულ ინფორმაციაში.