უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე „ხალინოს“ სამხედრო აეროდრომზე რუსული მიგ-29 ტიპის გამანადგურებელი და საზენიტო-სარაკეტო-საარტილერიო კომპლექსი პანცირ-S1 დააზიანეს.
ინფორმციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, მე-15 ცალკეულმა საარტილერიო დაზვერვის ბრიგადამ „შავი ტყე“ნ „ხალინოს“ აეროდრომზე წარმატებული ოპერაცია ჩაატარა.
გენშტაბის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად დაზიანდა მიგ-29 ტიპის გამანადგურებელი და საზენიტო-სარაკეტო-საარტილერიო კომპლექსი პანცირ-S1.
აღნიშნულია, რომ ერთი მიგ-29-ის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 25 მილიონ დოლარს შეადგენს.