მიხეილ სააკაშვილის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის განცხადებით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მესამე პრეზიდენტს მიზანმიმართულად კლავს. ნიკოლოზ სააკაშვილის კომენტარს ტელეკომპანია "პირველი" ავრცელებს.
"პირველი შთაბეჭდილებაა, რომ მას კლავენ. პირდაპირი მნიშვნელობით. ჯერ მეგონა, ვთქვათ, რაღაცა მკაცრი ზომებია, ანგარიშსწორებაა, მაგრამ ახლა უკვე ბოროტების ზღვარს გადასცდნენ და პირდაპირი მიზანია სიკვდილი. მისი გაჩერება აი, იმ ციხის პირობებში, რომელშიც ის იმყოფება და ახდენს შიმშილობას, მე პირდაპირ ვიტყვი, არის მომავალი სამართლიანი სასამართლოს პრეროგატივა. ყველა ესენი მოხვდებიან სასამართლოს ქვეშ. არ შეიძლება ეს ასე გრძელდებოდეს. უკვე 15 დღეა, მე ამას ხმამაღლა ვიძახი, შეტანილია განცხადება ჩემს დაშვებაზე მასთან კამერაში. პასუხი არ არის. დღე მე მოვიკითხე ადვოკატებთან და ასეთი პასუხი მივიღე, სასაცილოა იცით, განხილვის სტადიაშია, - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.