ექიმმა ზურაბ ფაღავამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა.
კონსილიუმის დატოვების მიზეზად ზურაბ ფაღავამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას" ფაღავა ამბობს, რომ კონსოლიუმში დატოვა რეკომენდაციები, როდის და რა ტიპის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დავტოვე. ამ თვის დასაწყისში გადავიტანე კოვიდი. მეგონა, კარგად ვიყავი და მართლაც კარგად ვგრძნობდი თავს. ბოლოს, ვიგრძენი, რომ მოსაწესრიგებელი ვარ.
რეკომენდაციები დატოვებულია და ხელმოწერილია. მკაფიოდ არის განსაზღვრული ყველაფერი, რა ანალზიებია გასაკეთებელი, რა შემთხვევაში უნდა დადგეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი და რა ტიპის ჰოსპიტალია რეკომენდირებული - მრავალპროფილური კვალიფიციური ჰოსპიტალი.
აბსოლუტურად ყველამ, ენდოკრინოლოგმა ნევროპათოლოგმა, ჰემატოლოგმა, რეანიმატოლოგმა და მე ხელი მოვაწერეთ ამას", - ამბობს ფაღავა.
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მისივე თქმით, გლდანის ციხის ჰოსპიტალი ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული პაციენტის მისაღებად.
უწყების პოზიციას არ იზიარებან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი. მათი თქმით, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.
ამასთან, სახალხო დამცველმა შეამოწმა N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ მოშიმშილე პატიმრის გადაყვანა ამ დაწესებულებაში მართებული არ იქნება.