ჩემს აშენებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხი არ დაგანგრევინებთ! სიბინძურეს ვუპასუხებთ არჩევნებში მასიური მონაწილეობით - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი.
"ჩვენ სიბინძურეს ვუპასუხებთ ორგანიზებით, არშეშინებით (მათ ჩვენი შეშინება სურთ) და არჩევნებში მასიური მონაწილეობით. ხოლო არჩევნების მოპარვის მცდელობას საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტით. ჩემს აშენებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხი თქვენ არ დაგანგრევინებთ! რაც ავაშენე, უნდა დავამშვენოთ და გავაუმჯობესოთ. სიღარიბე, დამცირება და ეს ჭაობი უნდა დასრულდეს!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.