ვითხოვ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ კლინიკაში, - აცხადებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია. მისი განმარტებით, უკრაინაში გაუშვებენ თუ სადმე სხვაგან, ეს იქნება ამ დაძაბულობის განმუხტვის საშუალება.
"აქ რაღაც რომ დაემართოს და ამ ფაქტმა მღელვარება გამოიწვიოს, ამას სჯობს, სააკაშვილი პირდაპირ გაგზავნონ უცხოეთის კლინიკაში. სრულიად სერიოზულად ვითხოვ, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ კლინიკაში გაუშვან. უკრაინაში გაუშვებენ თუ სადმე სხვაგან, ეს იქნება ამ დაძაბულობის განმუხტვის საშუალება, რაც ქვეყანაში არსებობს და კიდევ იქნება, ამიტომ ხელისუფლებამ ამ გზების ძიება უნდა დაიწყოს, რაც ჩემი აზრით, მათი თამაშისთვისაც არ არის საწინააღმდეგო, პირიქით.
ჩემი ვერსია იცით, რომ შეკრულები არიან, ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი ამ სცენარში რომ ჩაჯდეს, საჭიროა, რომ სააკაშვილი არჩევნების მერე რაც შეიძლება სწრაფად, ახალ წლამდე, გაზაფხულამდე გათავისუფლდეს და თავისუფლებაზე დაბრუნდეს, სამკურნალოდ უცხოეთში გადასვლა ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი კარგი გზაა,"- განაცხადა ხვიჩიამ.