იუსტიციის სამინისტროში, საპატიმროში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ექიმთა კონსილიუმი გაიმართა.
ექიმთა კონსილიუმის წევრი ზურაბ ფაღავას განცხადებით, პროფილაქტიკის მიზნით, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გაიცა.
"გამომდინარე იქიდან, რომ შიმშილობა არის განსაკუთრებული მდგომარეობა, მას აქვს გვერდითი, სხვა დაავადებები კიდევ და გართულებების რისკი საკმარისად მაღალია, ამიტომ, დავაყენებთ საკითხი ე.წ. პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ და ახლა განიხილავენ. უკვე დავწერეთ ეს ყველაფერი და რეკომენდაციები მივეცით. სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არ არის, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან გართულებების ალბათობა არის მაღალი და იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ, მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია უახლოეს პერიოდში. ეს არის უფრო ინტენსიური დაკვირვებისთვის", - განაცხადა ზურაბ ფაღავამ.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე მე-19 დღეა შიმშილობს.