საქართველოს შს მინისტრი სპეცოპერაცია "ენვერის" შესახებ რუსი პოლიტიკოსების დაგვიანებულ პასუხებს აფასებს. მისი თქმით, იმ პერიოდში რუსეთში დასვენება იყო და ჟურნალისტებმა "რამდენიმე პოლიტიკოსი ძლივს იპოვეს ჯაშუშურ სკანდალზე ინტერვიუს ჩასაწერად". ამის შესახებ მერაბიშვილმა "იმედის" ეთერში ისაუბრა.
"განსხვავებით საქართველოსგან ასეთ დღეებში რუსი პოლიტიკოსები ისვენებენ ხოლმე", - განაცხადა მერაბიშვილმა.